აპრილი 18, 2024

ლონდონის „არსენალის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გაბრიელ მარტინელიმ კარიერის „იუვენტუსში“ გაგრძელების შანსი მიიღო.

გამოცემა „დონ ბალონის“ ინფორმაციით, ტურინელთა ერთ-ერთ ლიდერს კრიშტიანო რონალდოს მიაჩნია, რომ 18 წლის ფეხბურთელი შეიძლება „იუვენტუსში“ მისი სრულფასოვანი შემცვლელი გახდეს.

პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონს მარტინელის შეძენა ურჩია. იტალიური კლუბი რაც შეიძლება მალე განიხილავს ბრაზილიელის ტრანსფერს, რადგან ფეხბურთელის ფასი სწრაფად იზრდება.

ასევე „არსენალის“ შემტევზე პრეტენზიას „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ აცხადებენ.

მარტინელი „არსენალში“ თავის პირველ სეზონს ატარებს . მან 26 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.

კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *