• კვი. მაი 16th, 2021

“აიაქსი” ჰაკიმ ზიეჩის შემცვლელად “ქართველ კაკას” განიხილავს

ამსტერდამის “აიაქსი” მაროკოელი ჰაკიმ ზიეჩის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად გიორგი ჩაკვეტაძის ყიდვა განიხილება.

ზიეჩი ზაფხულში 40 მილიონად ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდება და მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში თავისუფლდება.

voetbalzone-მა საინტერესო სტატისტიკა წარმოადგინა, სადაც ჩაკვეს მონაცემებია ასახული.

გიორგის პოტენციალი 92.7 ქულად არის შეფასებული, ჰაკიმ ზიეჩთან შედარების ხარისხი კი 92%-ად და ამით მხოლოდ “ტორინოს” ალექს ბერენგერს (94%) ჩამორჩება.

ჩაკვე 6.7 მილიონი ევრო ღირს და “გენტთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ჰოლანდიური გამოცემა მას “ქართველ კაკად” მოიხსენიებს.

“აიაქსის” გარდა ქართველის მიმართ ინტერესს “ლაციო”, “ვესტ ჰემი” და “ლიონი” იჩენენ. ამავდროულად, მის შესახებ თურქულ პრესაში ტრაბზონის დაინტერესების შესახებ ყოველდღიურად წერენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.