ბელარუსის ჩემპიონატში მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. გროდნოს „ნემანი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიორგი ქანთარიააბორისოვოს „ბატეს“ ესტუმრა და ანგარიშით – 1:3 დამარცხდა.

23 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი გუნდის განაცხადშიც არ იყო. გროდნოელთა მთავარი მწვრთნელის, იგორ კოვალევიჩის თქმით, ქართველი ფეხბურთელი მოულოდნელად თამაშამდე მოიწამლა.

„თამაშამდე მოულოდნელად ქანთარია დაგვაკლდა და პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. მოედნის ცენტრში აგრესიულობა არ გვყოფნიდა. ამან ჩვენს თამაშსა და შედეგზე გავლენა მოახდინა. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, ის მოიწამლა და ჯერ არ ვიცი, როდის დაგვიბრუნდება“, – ამბობს კოვალევიჩი.

სოლოგორსკის „შახტიორმა“ კი საშინაო არენაზე „ისლოჩი“ ანგარიშით – 4:0 გაანადგურა. ტრავმის გამო ლაშა შინდაგორიძეს არ უთამაშია, გეგა დიასამიძე კი ამჯერად განაცხადში იყო, მაგრამ ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ