The Sun-ის ინფორმაციით, კუმანი კლინიკაში  მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გულთან დაკავშირებული პრობლემები იგრძნო. რონალდი ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც შეუძლოდ შეიქმნა და ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა.

57 წლის სპეციალისტი ამსტერდამის კლინიკაში იმყოფება და მას უკვე ჩაუტარდა გულის კათეტერიზაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია და გამორიცხული არაა, ის შინ მალევე გაწერონ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ