• ორშ. აპრ 12th, 2021

შეადგინეს ამ სეზონის საუკეთესო თინეიჯერ ფეხბურთელთა ხუთეული

ჰოლანდიურმა გამოცემა „ფუტბალმა“ (Voetbal) შეადგინა ამ სეზონის ხუთი ყველაზე შთამბეჭდავი ახალგაზრდა (17 წლამდე) ფეხბურთელის სია. პირველ ადგილზე აღმოჩნდა „ლიონის“ ფორვარდი რაიან შერკი. 16 წლის ფეხბურთელს „ლიონის“ ძირითად გუნდში 2019 წლის ოქტომბერში ჰქონდა დებიუტი. მან ლიგა 1-ში ექვსი მატჩი ჩაატარა, აგრეთვე, დუბლი შეასრულა საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში „ნანტის“ წინააღმდეგ (4:3).

ჰოლანდიელთა სრული არჩევანი ასეთია:

1. რაიან შერკი (ლიონი)

2. ედუარდო კამავინგა (რენი)

3. ანსუ ფატი (ბარსელონა)

4. ადილ აუშიში (პსჟ)

5. ამად ტრაორე (ატალანტა)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.