“Sky Sports” ინფორმაციით ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავი, პაულო დიბალა, ჯერაც კორონავირუსს ებრძვის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსით დაინფიცირებიდან 6 კვირის შემდეგ, მოთამაშის ტესტირებამ სამწუხაროდ კვლავ დადებითი შედეგი აჩვენა.
ცნობების მიხედვით, დიბალას სრულად გამოჯანმრთელების თარიღად, 14 მაისი სახელდება.