“ლივერპულის” ექს-ფეხბურთელმა, ფლორან სინამა-პონგოლმა მერსისაიდელთა ექს-კაპიტან სტივენ ჯერარდისა და ელ-ჰაჯი დიუფის კონფლიქტზე ისაუბრა.

“წინასასეზონო მატჩის შესვენება. ტრავმირებული ვიყავი, დიუფმა და ჯერარდმა იჩხუბეს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ახალგაზრდები ხედავენ ამას და ფიქრობენ, რომ პროფესიონალები ასეთ დონეზე იქცევიან? შესვენებაზე, გასახდელში”.

“ჯერარდი ყვიროდა: “გადაცემა უნდა გააკეთო, გადაცემა უნდა გააკეთო”. დიუფი ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა, ენა საშინლად იცოდა. ერთმანეთს ვერ იტანდნენ”.

“ჯერარდმა დიუფს შეურაცხყოფა მიაყენა: “ჰეი, შენ, #####…” დიუფმა ვერ უპასუხა, ამიტომაც ჟერარ ულიეს უთხრა: “გადაეცი ჯერარდს, რომ დედას მოვუტ*ნავ”. ულიემ გვითხრა: “მისი მეგობარი არ ვარ, ყველაფერს გავარკვევ”, – ციტირებს სინამა-პონგოლის სიტყვებს Sport Witness.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ