იტალიური გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნი” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის შეძენით ინტერესდება.

გამოცემა Corriere Torino-ს ცნობით, “რეკორდმაისტერი” 30 წლის ფეხბურთელის დამატებას მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება.

მოგეხსენებათ, ბოსნიელ ფეხბურთელს “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს, რის გამოც კლუბის დატოვებას აპირებს. გერმანული გრანდი კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ Transfermarkt პიანიჩის სატრანსფერო ღირებულებად 52 მილიონ ევროს ასახელებს.

სტატია მომზადებულია bayern.ge მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ