“მანჩსტერ სიტის” ფეხბურთელს კაილ უოკერს თვითიზოლაციაში მოწყინდა და 8000 ფუნტად ნაქირავებ სახლში ორი სექსმუშაკი გამოუძახია.

გავრცელებული ცნობით, მან გოგონებს 2200 ფუნტი გადაუხადა. მინი წვეულება 23:00 საათზე დაიწყო და ღამის 2 საათამდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ წინა დღით, კაილმა საჯაროდ მოუწოდა ხალხს, კარანტინის წესები დაიცავით და დარჩით სახლშიო.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელის საქციელი პრესისთვის გახდა ცნობილი უოკერმა საჯაროდ მოიბოდიშა:

“ვიაზრებ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და პასუხისმგებლობა მაქვს, სხვებისთვის მისაბაძი უნდა ვიყო. ამიტომ მინდა მოვუბოდიშო ოჯახს, კლუბს, გულშემატკივრებს, მეგობრებსა და საზოგადოებას, იმისთვის რომ დაგაღალატეთ. ვნანობ”.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ