• ორშ. აპრ 12th, 2021

ფრანგული გამოცემა: არველაძე საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ 50-შია

maxifoot.fr-მ 21-ე საუკუნის საუკეთესო ბომბარდირების ტოპ 50 გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად, ყველაზე შედეგიანი შემტევების სიაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, შოთა არველაძე მოხვდა.

კარიერის მანძილზე გატანილი 343 გოლით, შოთა არველაძე საუკუნის საუკეთესო 50 შემტევში, 30-ე პოზიციაზეა და ისეთ სახელოვან ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც არიან რონალდინიო, ფილიპო ინძაგი, გონსალო იგუაინი, კარიმ ბენზემა, ალესანდრო დელ პეირო და სხვა მსოფლიო დონის ფეხბურთელები.

TOP 50-ში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებსაც 2000 წლის შემდეგ ერთ სეზონში მაინც უთამაშიათ და კარიერის მინიმუმ 40 პროცენტი ევროპაში გაატარეს. ამავდროულად, დათვლილია მხოლოდ კლუბის ძირითად შემადგენლობასა და ეროვნული ნაკრების რიგებში გატანილი გოლებია.

პირველ ადგილ ადგილს 725 გოლით კრიშტიანო რონალდო იკავებს, მეორე ადგილს 697 გოლით ლიონელ მესი, ხოლო მესამე ადგილზე 540 გოლით ზლატან იბრაჰიმოვიჩია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.