საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილ თანაგუნდელ კახი კალაძეზე სამწუხარო ისტორია გაიხსენა და მასზე ისაუბრა.

“კახიმ ამ დღეს შეიტყო თავისი ძმის გარდაცვალების შესახებ, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ნაკრების მატჩი მაინც ჩაატარა. მისი თვალები ყველაფრის მეტყველი იყო, თუ რას გრძნობს ის ამ მომენტში”.

“დღეს კალაძეს მოღალატეს ეძახიან და ყველას მარტო ორი შემთხვევითი ავტოგოლი ახსენდება გავა წლები და კახისაც ისე დააფასებენ, როგორც ჩივაძეს და ყიფიანს”.

“დღეს დღეისობით კი კახა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის (2) გამარჯვების შემდეგ საქართველოს დროშა ააფრიალა”, – ამობს თემურ ქეცბაია.

2 კომენტარი

  1. ყველა არ ეძახის თემურ,ფეხბურთის ბურთი რომ ოთკუთხედი გონიათ ეგენი დასცინიან ორ ავტოგოლზე,ფეხბურთში ყველაფერი რომ ხდება და როგორც ნებისმიერ ვარსკვლავ თავდამსხმელს რომ გადამწყვეტი პენალტის დროს ფეხები ასცახცახებია და გაუმაზავს,ისე ნებისმიერმა მცველმა რომ შეიძლება ჩაჭრას უნებლიეთ თავის კარში ბურთი,ამდენს რომ ვერ ტვინავს ადამიანი, ის ან ჟღვინტიანი ბავშვია,ან ასაკით დიდი და ტვინით პატარა, ნუ საფეხბურთო გაგებით მაინც

  2. ვინც მაგას ამბობს იმას ფეხბურთი არც უნახია, ან თუ ნახა იგიც ტელევიზორში.
    ხალხო ,ბევრს გემახსოვრებათ ქრისტიანო რონალდუს გოლი საკუთარ კარში თავით გატანილი მითუმეტეს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელია.
    ასე, რომ ფეხბურთის უვიცებო ჩაიგდეთ ენა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ