მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა ზიდანი აღარ გააგრძელებს კონტრაქტს მადრიდულ კლუბთან.

სანტანდერის „რასინგში“ იჯარით მყოფი 21 წლის ზიდანი ზაფხულში დატოვებს „რეალს“. მის კონტრაქტს ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

ლუკა ზიდანი – „რეალის“ აღზრდილია. ამ სეზონში მან სეგუნდა დივიზიონში „რასინგის“ რიგებში 29 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაუშვა. მეკარემ ექვს მატჩში შეინახა „მშრალად“ საკუთარი კარი. 21 წლის ფრანგი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 1.8 მილიონი ევროა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ