დღეს 11 დეკემვვერს გაიმართა Crystalbet ეროვნუ ლიგაში გადამსვლელი განმეორებითი მატჩი.სადაც ერთმანეათს სამტრედია და ბოლნისის სიონი დაუპირისპირდა.
შეგახსენებთ რომ ამ გუნდების წინა შეხვედრა ბოლნისში ფრეთ (0:0) დასრულდა.

შეხვედრის მე-7 წუთზე სამტრედიელთა რიგებში მოხვდა იძულებითი ცვლილება მოედანზე გიორგი ახალაძის მაგივრად გიორგი ჭეიშვილი გამოჩნდა.

საწყის წუთებში სტუმრები აქტიურად უტევდნენ მეტოქის კარს მაგრამ საქმე ზუსტ დარტყმამდე არ მისულა.
შეხვედრის 32-ე წუთზე სამტრედიელებმა გოლი გაიტანეს და ანგარიშში (1:0) დაწინაურდნენ.გოლი ვარლამ კილასონიამ გაიტანა საგოლე გადაცემა კი გურამ სამუშიამ მიითვალა.

შეხვედრის 38-ე წუთზე სამტრედიელების სწრაფ შეტევას ნიჯატ ყურმანოვის გოლი მოჰყვა საგოლე გადაცემა კი ისევ გიორგი სამუშიამ მიითვალა ანგარიში კი (2:0) გახდა.

პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბოლნისის სიონის ფეხბურთელმა დიმიტრი ტატანაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.

საბოლოოდ პირველი ნახევარი სამტრედია – ბოლნისის სიონი დასრულდა ანგარიშით (2:0).

მეორე ტაიმის 57-ე წუთზე ბოლნისელთა რიგებში ორმაგი ცვლილება მოხვდა მოედანზე შემოვიდნენ ჯაბა უგულავა და რატი ცაცკრიალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილის და ნიკოლოზ აფაქიძის ნაცვლად.

შეხვედრის 61-ე წუთზე ბოლნისელებმა მე-3 ცვლილება გააკეთეს მოედანზე გიორგი ივანიშვილი შემოვიდა არჩილ ტვილდიანის ნაცვლად.

შეხვედრის 64-ე წუთზე გურამ სამუშიამ გოლი გაიტანა საგოლე გადაცემა კი გიორგი ივანიძემ შეასრულა შეხვედრაში ანგარიში (3:0) გახდა სამტრედიის სასარგებლოდ.

შეხვედრის 71-ე წუთზე ნიჯატ ყურბანოვმა მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში (4:0) გახდა,საგოლე გადაცემა კი დავით რაჟამაშვილმა შეასრულა.

შეხვედრის 77-ე წუთზე სამტრედიელთა რიგებიდან მოედანზე ზურაბ ღირდალაძე შემოვიდა ნიჯატ ყურბანოვის ნაცვლად.

შეხვედრის 77-ე წუთზე ბოლნისელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს გოლი ჯაბა უგულავამ გაიტანა საგოლე გადაცემა კი დიმიტრი ტატანაშვილმა შეასრულა ანგარიში კი (4:1) გახდა სამტრედიის სასარგებლოდ.

მატჩის 82-ე წუთზე სამტრედიელთა რიგებში განხორციელდა ბოლო ცვლილება მოედანზე შემოვიდა შოთა კერძევაძე, დავით რაჟამაშვილის ნაცვლად.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გურამ სამუშიამ ყვითელი ბარათი მიიღო.

საბოლოოდ მატჩი სამტრედია ბოლნისის სიონი დასრულდა (4:1) სამტრედიელების გამარჯვებით.

Crystalbet ეროვნულ ლიგაში სამტრედია გადავიდა ხოლო ბოლნისის სიონი  Crystalbet ლიგა 2-ში დაქვეითდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ