“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და Sky Sports-ის მიმომხილველმა, ჯეიმი კარაგერმა მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები შეადგინა იმ ფეხბურთელებისაგან, ვისი თამაშიც მას უნახავს.
თერთმეტეულის არჩევის წესი ასეთი იყო: სიმბოლურ ნაკრებში ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთი წარმომადგენლის შეყვანაა შესაძლებელი. ასევე, ერთი კლუბიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელის არჩევა შეიძლება.
კარაგერის სიმბოლური ნაკრები: ნევილ საუთოლი; ფილიპ ლამი, ფრანკო ბარეზი, ვინსენ კომპანი, რობერტო კარლოსი; როი კინი, სტივენ ჯერარდი, პაველ ნედვედი; ლიონელ მესი, დიდიე დროგბა, კილიან მბაპე.
Get sent this last night & it’s tough!
Best World XI that have played while you have been alive.
No 2 players can be from the same country or have played for the same club!!
This is mine.
სოციალურ ქსელ Twitter-ში კარაგერის გამოქვეყნებულ პოსტს მომხმარებელი დენი ფრენდი გამოეხმაურა. მან სიმბოლურ ნაკრებში გიორგი ქინლაძე შეიყვანა.
დენი ფრენდის თერთმეტეული: ჩილავერტი; ალექს სანდრო, რამოსი, გოდინი, ლამი; ჯერარდი, ძოლა, კინი; ქინქლაძე, მბაპე მესი.
მალევე მის კომენტარს თავად ჯეიმი კარაგერმა უპასუხა, რომელმაც მას ქინქლაძის თერთმეტეულში შეყვანა არ მოუწონა: “წესების მიხედვით, ეს კარგი გუნდია, მაგრამ ქინქლაძე? ნამდვილად?! მე მიყვარს მისი “საუთჰემპტონის” კარში გატანილი გოლი, მაგრამ ის მსოფლიოს თერთმეტეულში არ უნდა იყოს!”
Danny Friend@friendo17Pretty sure this one is ok unless I’ve missed an obscure team!! #carragherchallenge #WorldXIChallenge
It’s fine by the rules I think but Kinkladze? Really?!! I loved that goal for Man City v Southampton but he shouldn’t be making World 11’s!!