• კვი. მაი 16th, 2021

პრემიერლიგა ივნისამდე არ განახლდება – უარესი ვარიანტი ოქტომბერია

ინგლისის პრემიერლიგის გათამაშების განახლება ივნისამდე არ იგეგმება, – იტყობინება გაზეთი „გარდიანი“.

როგორც ირკვევა, კლუბებმა ჩემპიონატის გაგრძელების შესაძლო ვარიანტები განიხილეს. კერძოდ, იყო მსჯელობა სეზონის 13-14 ივნისს განახლების შესახებ. შეგახსენებთ, რომ უეფას თხოვნაა – ეროვნული ჩემპიონატები დასრულდეს აგვისტომდე, რათა შემდეგ მთელი თვე ევროთასების დამთავრებას დაეთმოს.

ოპტიმალურ ვარიანტში, კლუბები ვარჯიშის დაწყებას 10 მაისს შეძლებენ და სეზონის განახლებისთვის მომზადებას მოასწრებენ. ასევე წერენ, რომ თუ კორონავირუსის პანდემია უკან დახევას არ დაიწყებს, თამაშები შეიძლება ოქტომბერში განახლდეს. პრემიერლიგაში ასეთ ვარიანტსაც განიხილავენ.

სტატია მომზადებული: 1TV.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.