ქართველმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გუნდ მეცთან გააფორმა 3 წლიანი კონტრაქტი.

მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე ითამაშებდა, თუმცა მხარეებმა ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვით შემტევი გუნდის ღირსებას 2023 წლის ივნისამდე დაიცავს.

გიორგიმ კლუბთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა რომ „ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ხომ ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტია. ვარჯიშს ვაგრძელებ და ვეცდები გუნდისთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო”

შეგახსენებთ რომ 17 ტურის შემდეგ მეცი 15 ქულით მე-18 ადგილზეა და ასაბვარაუდოთ მიმდინარე სეზონში ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებს.

ფოტო: fcmetz.com

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ