იტალიურმა გამოცემა pianetaempoli.it-მა გაიხსენა ის დრო, როცა ახალგაზრდა ლევან მჭედლიძემ “ემპოლის” მაისურით პირველი ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მის ცხოვრებაში ტრავმა საფეხბურთო კარიერის განუყოფელი ნაწილი გახდა.

“ვიარეჯოს ტურნირზე საუბრისას შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ემპოლიმ ეს გათამაშება გადამწყვეტ მომენტში 4-ჯერ წააგო. ერთ-ერთი მწარე მარცხი 2008 წელს ინტერთან იყო, როცა შეხვედრა 3:3 დასრულდა, პენალტების სერია კი მილანელთა გამარჯვებით 6-7 დამთავრდა. “ნერაძურისთან” წაგებული მატჩიდან ემპოლის ქომაგს შეუძლია არამხოლოდ მარცხის გახსენება, არამედ ახალგაზრდა ლევან მჭედლიძის ტრავმაც, რომელმაც ქართველი ფეხბურთელის კარიერა შეცვალა და მას მუდმივად დაზიანებები აწუხებდა,” – წერს pianetaempoli.it.

ვიარეჯოს ტურნირი იტალიაში ახალგაზრდული გუნდების გათამაშებაა, სადაც მთავარ გუნდში დაწინაურებამდე ლევან მჭედლიძე “ემპოლის” ახალგაზრდებთან ერთად იღებდა მონაწილეობას.

ლევან მჭედლიძე “ემპოლის” 2008 წელს შეუერთდა და “ინტერთან” მიღებული ტრავმის დროს 18 წლის იყო. 30 წლის თავდამსხმელმა იტალიური გუნდი 2019 წლის ზაფხულში 11-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით თბილისის “დინამოს” შეუერთდა. დედაქალაქელებთან ერთად მჭედლიძემ საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო.

სტატია მომზადებულია: adjarasport.com

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ