წყალტუბოს „სამგურალის“ გამოცდილ ნახევარმცველი არის საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოთხგზის გამარჯვებული და საქართველოს სუპერთასის ოთხგზის მფლობელი, მისი კარიერა კი 20 წელია გრძელდება.

დოლიძე წყალტუბოს „სამგურალში“ ქუთაისის „ტორპედოში“ შექმნილი ფინანსური პრობლემების შემდეგ გადავიდა. მას „ამერის“ დაშლაც ახსოვს, მაგრამ ახლანდელ პერიოდს ერთ-ერთ ყველაზე უასიამოვნოს უწოდებს – „კარიერის მანძილზე ბევრი რთული პერიოდი გამოგვივლია, ომის დროსაც გვითამაშია, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ვითარებაა. ასეთი რამ პირველად ხდება, კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო გააჩერა და ბუნებრივია, ჩვენზეც ცუდად იმოქმედა, ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია“.

დოლიძე ყვება, იზოლაციაში დროს როგორ ატარებს – „სახლის პირობებში შეძლებისდაგვარად ვვარჯიშობ. მწვრთნელებმა სავარჯიშო პროგრამა მოგვცეს, რომლის ვემზადებით. ზუსტად ერთი თვე გავიდა, რაც ჩემპიონატის ტური ჩავატარეთ და მას შემდეგ მოედანზე აღარ გავსულვართ. ფეხბურთის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ფორმაზე უარყოფითად მოქმედებს. სახლში რაც არ უნდა ივარჯიშო, კონდიციების შესანარჩუნებლად საკმარისი მაინც არ იქნება. იმედია, პანდემია მალე გადაივლის და მოედანს დავუბრუნდებით.”

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ