მსოფლიოში და ქვეყნაში შექმნილი პანდეემის გამო ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა საკვებისა და სხვა პირველადი საჭიროებების გარეშე.
მსგავს სიტუაციასთან გასამკლავებლად, ერთადერთი გადარჩენის გზა არის ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები!
ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვე” იაზრებს საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას ამ პროცესებში.

ქალთა საფეხბურთო კლუბის წევრებმა, თავიანთი სახსრებით შეიძინეს საკვები პროდუქტები სოციალურად დაუცველი 8 ოჯახისათვის, ქუთაისში.

ეს სულ მცირედია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ერთმაენთისთვის, თუმცა იმედი გვაქვს რომ შევძლებთ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ადამიანებს, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მხნეობასა და გამძლეობას გისურვებთ, ყველას!

 

 

#დარჩისახლში
#ვიზრუნოთერთმანეთზე
#ქსკმართვე

 

სტატია მომზადებულია

ქალთა საფეხბურთო კლუბ “მართვეს” მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ