იტალიური მედიის ცნობით რომა ზაფხულში ქართული ფეხბურთის იმედის გიორგი ჩაკვეტაძის შეძენას შეეცდება.

ზაფხულში რომას სავარაუდოდ დატოვებენ მხითარიანი, პეროტი და ალბათ ჩენგიზ უნდერიც. გიორგი ჩაკვეტაძეს რომაელები დიდი ხანია აკვირდებიან, და შეტევის გასაძლიერებლად რომში ჩაკვეტაძეს სერიოზულად განიხილავენ.

გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად ბელგიურ კლუბ გენტში ირიცხება. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 9 მილიონია!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ