Mundo Deportivo იუწყება, რომ შვეიცარიის ქალაქ ციურიხის ერთ-ერთ სასტუმროში ტურინის “იუვენტუსის” ვარსკვლავის კრიშტიანო რონალდოს სტილისტი რიკარდო მარკეს ფერეირა გარდაცვლილი იპოვნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

სასტუმროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ოთახში, სადაც გარდაცვლილი იპოვნეს, ალკოჰოლის სუნი იდგა.

პოლიციამ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ