„ჩვენი ყველა მოთამაშე განიკურნა, – ციტირებს რანიერის სიტყვებს Football Italia. – გვქონდა საშუალება, რომ პერიოდულად მათთან კონტაქტი მოგვეხერხებინა და ძალიან სევდიანი იყო, რომ ჩვენს კორონავირუსით ინფიცირებულები გვყავდა“.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19 „სამპდორიას“ შვიდ მოთამაშეს დაუდასტურდა, თუმცა პრესაში იწერებოდა, რომ კორონავირუსით კლუბის უფრო მეტი ფეხბურთელი იყო ინფიცირებული.