საფეხბურთო სეზონი აუცილებლად დასრულდება! სეზონის შემდეგ კი ბარსაში დიდ ცვლილებებს ველით. სავარაუდოდ ახალი მწვრთნელი,ახალი ტრანსფერები და ახალი ბორდი!

წინა დღეებში ბარსელონა ბორდის წევრებმა დატოვეს. ისინი მიზეზად ბარსას პრეზიდენტს ხოსე მარია ბართომეუს ასახელებენ. როგორც ჩანს ბლაუგრანაში პრობლემებია. 2021 წელს ბარსელონაში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული რომლისთვისაც ბართომეუ აუცილებლად მოემზადება. და გულშემატკივრის გულის მოგებას სუპერვარსკვლავის დამატებით ეცდება! ნეიმარი ან ლაუტარო!

დავიწყოთ ნეიმარით- ბრაზილიელი ბარსას ალბათ ყველაზე მეტად სჭირდება! ის დიდებული ტრიო რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. ფაქტია ბარსას ნეიმარი სჭირდება. თუმცა მისი დამატება რთული იქნება. პსჟ ბრაზილიელს იაფად არ დათმობს. თუმცა ბარსას აქვს გეგმა. კოუტინიო ან დემბელე +ფული=ნეიმარი.             ფელიპე კოუტინიომ ბარსაში ვერ გაამართლა,თუმცა კიკე სეტიენის სურვილია რომ კოუტინიო ბარსაში დაბრუნდეს,თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. უსმან დემბელემ უფრო მეტი დღე ლაზარეთში გაატარა, ვიდრე ითამაშა. ასე რომ არამგონია ბლაუგრანამ მას კიდევ ერთი შანსი მისცეს. განიხილება ანტუან გრიზმანის გაცვლაც თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. ნეიმარის სატრანსფერო საგა წინა ზაფხულს დაიწყო და წელსაც გაგრძელდება. საბოლოოდ ნეიმარი ალბათ მაინც ბარსაში დაბრუნდება!

ლაუტარო მარტინესი- ლაუტარო ძალიან ნიჭიერი ფორვარდია. არგენტინელმა ეს ყველაფერი ინტერშიც დაამტკიცა. ლაუტარო ნაკრებში ლეოსთან ერთად თამაშობს და საკმაოდ კარგადაც. ლუის სუარესი ასაკში შევიდა და მას შემცვლელი სჭირდება. ლაუტაროს სამეგობრო დარწმუნებულია რომ იგი ბარსაში გადავა.

ასე რომ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან საინტერესო სატრანსფერო ფანჯარა გველოდება! ბარსა გაძლიერდება!!!!!

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ