ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ განაცხადა, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, პრემიერლიგის შეჩერებული სეზონი აღარ განახლდება. თუმცა მარტო ამის თქმა, ცხადია, საკმარისი არ არის.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონატი ვერ მთავრდება? – საამისო რეგულაცია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის რეგლამენტში არ არსებობს. ამიტომ, აუცილებელი იქნება სახელდახელოდ შექმნილი წესები, რომელიც დაფუძნებული იქნება კომპრომისზე.

ინგლისური კლუბები აცხადებენ, რომ მზად არიან, “ლივერპული” ჩემპიონად აღიარონ, თუ სეზონი არ დასრულდება, თუმცა არც იმ შემთხვევაში აპირებენ ჩემპიონატის განახლებას, როცა ეს შესაძლებელი იქნება კორონავირუსის დამარცხების შემდეგ.

ამ მომენტისთვის “ლივერპულს” 2 მოგება აკლია ჩემპიონობამდე და 25 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან “მანჩესტერ იუნაიტედს”.

სტატია მომზადებულია lelo.ge_ მიერ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ