• სამ. აპრ 13th, 2021

ყველაზე ახალგაზრდა მეკარე ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში, სადაც ერთმანეთს ნაპოლი და გენკი დაუპირისპირდნენ, მაარტენ ვანდერვოორდტმა ბენფიკას გოლკიპერ მილე სვილარს რეკორდი დაამხო. ბელგიური „გენკის“ გოლკიპერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში უთამაშია. იგი 17 წლისა და 287 დღის არის. წინა რეკორდი ავტორი 18 წლისა და 52 დღის ასაკში ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.

ნეაპოლში ყველაფერი პირველ ნახევარში გაირკვა – ნაპოლიმ პირველივე ტაიმში არკადიუშ მილიკის ჰეთ თრიკის წყალობით მოიგო და საბოლოოდ გენკი – 4:0 დაამარცხა.

One thought on “ყველაზე ახალგაზრდა მეკარე ჩემპიონთა ლიგაზე”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.