ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა, 11 ევროპელი ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებმაც ინგლისურ ფეხბურთში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.

საუკეთესოთა შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, გიორგი ქინქლაძე მოხვდა, რომელიც ინგლისში ჯერ მანჩესტერ სიტის, შემდეგ კი დერბი ქაუნთის ღირსებას იცავდა 1995-1998 და 2000-2003 წლებში.

“თბილისში დაბადებული და ჯადოსნური ნიჭით დაჯილდოვებული გიორგი ქინქლაძე შესანიშნავით დრიბლინგით მცველებს გვერდს იოლად უვლიდა. 1995 წელს, მანჩესტერში გადასვლის შემდეგ კლუბისთვის ძალიან ბნელ პერიოდში კაშკაშა ვარსკლვლავი გახდა. ქინქლაძის პირველ ინგლისურ სეზონში სიტი პრემიერ ლიგიდან გავარდა, თუმცა ქართველი გუნდში დარჩა და გულშემატკივრების უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. ქინქლაძის მაგალითი ნათლად ასახავდა ნიჭიერი ევროპელი ფეხბურთელების დონეს, რომლებიც 90-იანებში ჩამოდიოდნენ ინგლისში და ამდიდრებდნენ ეროვნულ თამაშს სხვადასხვა დონეზე”, – წერს გამოცემა ქართველის ბრიტანული კარიერის შესახებ.

ქინქლაძესთან ერთად ათეულში მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ფიგურები მოხვდნენ: ერიკ კანტონა (საფრანგეთი), იურგენ კლინსმანი (გერმანია), დენის ბერგკამპი (ნიდერლანდები), ტიერი ანრი (საფრანგეთი) ხუან მატა (ესპანეთი), ბერტ ტრაუტმანი (გერმანია), არნოლდ მიურენი (ნიდერლანდები) ფრანს ტეისენი (ნიდერლანდები), ანდერს ლიმპარი (შვედეთი) ვირჯილ ვან დეიკი (ნიდერლანდები).

 

წყარო: adjarasport.com

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ