დღეს 29 თებერვალს გაიმართა 2020 წლის კრისტალებით ეროვნული ლიგის გახსნითი მატჩი,
თბილისის დინამო არენაზე.
სადაც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი და ეროვნული ლიგა 2- დან აღზევებული თელავი დაუპირისპირდა.
შეხვედრის მთავარი არბიტრი კი გიორგი ყრუაშვილი გახლდათ.
21-ე წუთზე თელაველმა ფეხბურთელებმა სახიფათოთ შეუტიეს კარში დაარტყეს დინამოელთა კარი კი ძელმა იხსნა.
28-ე წუთზე თელაველთა რიგებიდან უხეშობას გამო ირაკლი რუხაძემ ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
პირველი ნახევარი დინამო თბილისი-თელავი დასრულდა ანგარიშით (0:0).
შეხვედრის მეორე ნახევარი თელაველთა უპირატესობით დაიწყო
მეორე ნახევრის სტარტზევე ზედიზედ რამოდენიმე კუთხური მოაწოდეს.მაგრამ საქმე სახიფათო მომენტამდე არ მისულა.
შეხვედრის 61-ე წუთზე დინამოელთა რიგებიდან ყვითელი ბარათი ბაქარ ქარდავამ მიიღო.
შეხვედრის 87-ე წუთზე უხეშობას გამო დინამოელთა რიგებიდან მეორე გაფრთხილება გიორგი კუციამ მიიღო.
მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში 90+4 მეორე ყვითელი ბარათი დინამოელთა რიგებიდან ბაქარ ქარდავამ მიიღო და მოედნიდან გააძევეს სიმულაციის გამო.
საბოლოოდ მატჩი უგოლო ფრით (0:0) დასრულდა.
აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტმა საკმაოდ კარგად ჩაატარა მოქმედ ჩემპიონთან გახსნითი მატჩი.