23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასზე თასის მფლობელმა “საბურთალომ” ჩემპიონი თბილისის “დინამო” 1:0 დაამარცხა.

 

მატჩი დიდად სანახაობრივი ნამდვილად არ იყო. პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, გოლი კი “საბურთალომ” გაიტანა. მე-14 წუთზე ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გაბედავასთან ბრძოლაში თამაშის წესი დაარღვია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.

 

მეორე ტაიმში “დინამოს” თამაშის გადასარჩენად აქტიურობა მართებდა, მაგრამ იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ტემპიც დაეცა, რაც “საბურთალოს” აძლევდა ხელს. “დინამოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ცვლილებებით სცადა ვითარების შეცვლა, თუმცა ამანაც არ გამოიღო შედეგი.

 

“საბურთალომ” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და პირველად დაეუფლა

სუპერთასს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ