2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 23 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს – საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელ „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

აქამდე თბილისური კლუბები ერთმანეთს 17-ჯერ შეხვდნენ, ცხრა მატჩი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, სამი ფრედ, ხუთი კი საბურთალოელებმა მოიგეს. სუპერთასზე კი „დინამო“ და „საბურთალო“ ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან. მატჩი 23 თებერვალს 17:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ