„ტვენტეს“ „ტვიტერის“  ოფიციალური გვერდის ცნობით, გამოცემა „ტელეგრაფმა“ გიორგი აბურჯანია ნიდერლანდების ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
 
გიორგი აბურჯანიამ „ტვეტეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მეორეადგილოსან „ალკმაართან“ 25-ე წუთზე ანგარიში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა.
გამოცემამ საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის თამაში ათბალიანი სისტემით შვიდი ქულით შეაფასა. საინტერესოა, რომ ლიდერთან მოგების შემდეგ „ტვენტედან“ სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაასახელეს.
წყარო: 1TV.ge

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ