პოპულარულმა ინტერნეტ-გამოცემა „გოლმა“ (goal.com), რომელსაც „ტვიტერში“ 1.19 მილიონი გამომწერი ჰყავს, შეადგინა უცნაური სიმბოლური ნაკრებები. ერთ-ერთში შეიყვანეს ის დიდი ფეხბურთელები, რომლებსაც მოგებული აქვთ ჩემპიონთა ლიგა, მეორეში კი ის ლეგენდები, რომლებმაც ვერ შეძლეს, დაუფლებოდნენ მთავარ ევროპულ საკლუბო ტიტულს.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა სიმბოლური ნაკრები: იკერ კასიალიასი, კარლეს პუიოლი, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი, სერხიო რამოსი, ჩავი, სტივენ ჯერარდი, ანდრეს ინიესტა, ზინედინ ზიდანი, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო.

სათადარიგოები: ჯონ ტერი, ფილიპ ლამი, კლარენს ზეედორფი, როი კინი, რაული, რონალდინიო, ტიერი ანრი.

იმ ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა არ მოუგიათ: ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ფაბიო კანავარო, ჯანლუკა ძამბროტა, ლილიან ტურამი, პატრიკ ვიეირა, ფრანჩესკო ტოტი, დიეგო მარადონა, გაბრიელ ბატისტუტა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდო.

სათადარიგოები: ლოთარ მათეუსი, მიხაელ ბალაკი, რობერტო ბაჯო, ჟორჟ ვეა, ერიკ კანტონა, რუუდ ვან ნისტელროი, პაველ ნედვედი.

წყარო: 1TV.ge

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ