ზვიად ენდელაძე – ფეხბურთელი,  რომელმაც 1995-1996 წლების სეზონზე ოქროს ბუცი მოიგო. წარმოშობით ადიგენელი ფეხბურთელი იმ პერიოდში ზესტაფონის „მარგვეთში“ თამაშობდა. ერთ კალენდარულ სეზონში გაიტანა 40 გოლი და ევროპის მასშტაბით იმ წელს ვერავინ გაუტოლდა. ასე და ამგვარად ის გახდა ოქროს ბუცის მფლობელი.

 

ენდელაძემ კარიერა მშობლიური ადიგენის კლუბ „ზარზმაში“ დაიწყო. შემდეგ სამხედრო

სამსახურის გამო ერთი წელი გაუცდა, თუმცა ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო საყვარელი საქმიანობა.

მან ითამაშა არაერთ ქართულ კლუბში და ყველგან შესანიშნავად ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. 1990-1991 წლებში ითამაშა ბაღდათის „საირმეში“, სადაც 37 გოლი გაიტანა. 1992-დან 1996 წლის ჩათვლით კი კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი ჰქონდა. როგორც აღვნიშნეთ, ზესტაფონის „მარგვეთში“  და ბოლო სეზონში, 1995-96-ში, შეძლო,  გაიტანა 40 გოლი და დაიმსახურა კიდეც ოქროს ბუცი.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 1991-1996 წლებში ხსენებული პრიზის გადაცემა შეწყვეტილი იყო და მხოლოდ 1997 წელს განახლდა, როცა იგი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რონალდომ დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ენდელაძეს „ოქროს ბუცი“ არ მიუღია, ოფიციალურად იგი პრიზიორთა სიაში ისეთი ლეგენდების გვერდითაა, როგორებიც გერდ მიულერი, ფრანჩესკო ტოტი, ტიერი ანრი, ლიონელმესი, კრიშტიანუ რონალდუ და სხვანი არიან.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ