მარტი 29, 2024

“საბურთალოს” 21 წლის ნახევარმცველი გიორგი კოხრეიძე 2020 წლისთვის 10-ნომრიანი მაისურის დათმობას არ აპირებს.

კოხრეიძემ გუნდის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა.

 

“ახალ სეზონში საბურთალოში ისევ იმ ნომრით ვითამაშებ, რა ნომრითაც ვთამაშობდი. 

 

ახალი სეზონისთვის ჩვეულებრივად ვემზადებით. სუპერთასის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მინდა, ჩემპიონობისა და თასის შემდეგ, საქართველოში მესამე ტიტულიც მოვიგო. 

 

უცხოეთში ტრანსფერი? ჯერჯერობით არაფერი, თუმცა მოლოდინის რეჟიმში ვარ. ვიცი, რომ რამდენიმე ქვეყნიდან არის ინტერესი. მინდა, კარიერა ევროპაში გავაგრძელო, რათა განვითარდე და პროგრესი განვაგრძო,” – განუცხადა გიორგი კოხრეიძემ “საბურთალოს” ოფიციალურ ვებგვერდს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *