შესაძლოა, 2021 წლიდან ეროვნული ლიგის მატჩებში VAR (ვიდეორეფერი) გამოიყენონ. აღნიშნული ინფორმაცია დავით მუჯირმა გაავრცელა. მუჯირის თქმით, აღნიშნული საკითხის ირგვლივ ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს.

დავით მუჯირი: „ვიდეორეფერის შემოღება არ არის ერთი დღის საკითხი, ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურები. მზად ვართ, რომ წელსვე ვიყოთ იმ ქვეყნების სიაში, რომელებიც ვიდეო რეფერის მაძიებელნი არიან. 

ჩვენი სურვილი იქნება, რომ ვიდეორეფერის გამოყენება მინიმუმ ტურის ცენტრალური მატჩიდან დავიწყოთ, თუმცა, ამასაც  დიდი პროცედურა სჭირდება – სტადიონის უზრუნველყოფა, ტექნიკური მხარდაჭერა, გადამზადება – დაახლოებით 10 -11 თვე.

მიზანი იქნება, რომ 2021 წლის სეზონში ვიდეოგამეორება როგორც მინიმუმ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კიდევ რამდენიმე ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩებში იყოს. ჩვენი ინფრასტრუქტურის პირობების გათვალისწინებით, ყველა სტადიონზე ამის გაკეთება რთულია”,-აღნიშნა მუჯირმა.

სტატია მოზადებულია: setanta.ge-მიერ

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ