მიხეილ აშვეთია: “ვარჯიში არასრული შემადგენლობით დავიწყეთ. რამდენიმე ახალწვეული შემოგვემატა, ვემზადებით ახალი სეზონისთვის.

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან. სავარაუდოდ, 3-4 დღეში გუნდი თითქმის დაკომპლექტდება. ვესაუბრებით ლეგიონერებსაც, რამდენიმე უკვე დავითანხმეთ და ისინი საქართველოში მალე ჩამოვლენ. ამის მერე მოგაწვდით ინფორმაციას მათ შესახებ.

კლუბის პრეზიდენტთან ვაზუსტებთ შეკრების საკითხსაც. დროის სიმცირიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, უცხოური შეკრება მოვასწროთ. ალბათ მაინც საქართველოში გავივლით…”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ