„ცსკა“-სთან სპარინგ-მატჩი, რომელი დღეს, 9 თებერვალს უნდა გამართულიყო, მეტოქე გუნდის თხოვნით აღარ ჩატარდება. წერილში, რომელიც ჩვენმა კლუბმა „ცსკა“-სგან მიიღო, ნათქვამია, რომ რუსულ კლუბს 9 თებერვალს „ზენიტთან“ უწევს ამხანაგური შეხვედრა, ასევე გუნდს შეეცვალა გეგმები, რის გამოც ამხანაგური მატჩის გაუქმება უწევს. „არმიელები“ ბოდიშს იხდიან აღნიშნული ფაქტის გამო და იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალში გამართავენ ჩვენთან სპარინგ-მატჩს.

რაც შეეხება „საბურთალოს“ მომდევნო სპარინგ-მეტოქეს, იგი მოგვიანებით გაირკვევა. დასკვნით ამხანაგურ მატჩს კი ჩვენი გუნდი გეგმის მიხედვით 13 თებერვალს, ესპანურ „ალკოიანოსთან“ გამართავს.

წყარო: FC Saburtalo

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ