ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას თებერვლიდან იწყებს.

adjarasport.com-ის ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია და “ტორპედო” 8 ახალწვეულს სულ მალე გააოფიციალურებს: მეკარე დემეტრე ბულისკერიას(ბოლო კლუბი – ლოკომოტივი), ბაქარ მირცხულავას(ბოლო კლუბი – გორის დილა), ცოტნე ნადარაიას(გასულ სეზონში იჯარით ტორპედოში საბურთალოდან), ლაშა კასრაძეს(ბოლო კლუბი ყაზახური თარაზი), ირაკლი ძარიას(ბოლო კლუბი მალტის ვალეტა), გიორგი ივანიშვილს(ბოლო კლუბი ბოლნისის სიონი), ზაზა ციცქიშვილს(გასულ სეზონში იჯარით ტორპედოში რუსთავიდან) და გიორგი ფანცულაიას(ბოლო კლუბი ჩიხურა).

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ