თბილისის “დინამომ” ლონდონში ადგილობრივი “ვესტ ჰემი” ანგარიშით 4:1 რომ გაანადგურა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელ ნოდარ ახალკაცთან ერთად ლეგენდარული დათო ყიფიანიც ესწრებოდა და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.

საკუთარი გუნდის მარცხით გამწარებულმა ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა დათოს უთხრა: “მართალია, გაიმარჯვეთ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ვიცი, ცოტას გიხდიან და მშიერი რომ არ დარჩეთ, ჩვენთან გადმობარგდით სათამაშოდო”. შემდეგ კი დამამცირებლად, ორმოცდაათფუნტიანი კუპიურა გაუწოდა… დარბაზი გაისუსა.

დათომ ჟურნალისტს კუპიურა გამოართვა. ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ხელი მოაწერა კუპიურაზე და უკან დაუბრუნა, თან მიუგო: “თქვენ კი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ძალიან ადვილია, უმუშევარი დარჩეთ და შიმშილით რომ არ მოკვდეთ, ეს კუპიურა გაიხსენეთ, ათმაგ ფასში გაგეყიდებათ. ეს კი პირველ ხანებში, პურის ფულად გეყოფათო”… დარბაზმა მქუხარე ტაში დასცხო. ჟურნალისტი კი იქიდან გაიძურწა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ