”ამ კლუბის ფერები მომწონს, შავ-თეთრი” – ტორპედოს ახალმა მფობელმა ფაბრიციო მანინიმ განმარტა თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ამ გუნდზე. მან ფეხბურთის სიყვარულსა და ბავშვთა აკადემიის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან:

”მე გულწრფელი უნდა ვიყო თქვენთან. საქართველოში უკვე დიდი ხანია რაც ვარ. ჩემი კომპანია აქ 2005 წელს დავაარსე. ტორპედო ქუთაისი მეორე საფეხბურთო კლუბია საქართველოში მისი მნიშვნელობით და მოგებული თასების რაოდენობით და ეს ძალინ მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე ვგეგმავ ჩემი პერსონალური საქმიანობის გააქტიურებას. მხოლოდ ეს კლუბი იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი და თან ამ კლუბის ფერები მომწონს, შავ-თეთრი.მე ტურინიდან ვარ, რომელიც იუვენტუსის ქალაქია. მათაც იგივე ფერები აქვთ. ფეხბურთს კოლეჯის კლუბში ვთამაშობდი და ახლაც ხანდახან მეგობრებთან ერთად ისევ ვთამაშობ. მე ძალიან დიდი ფანი ვარ. შეიძლება ითქვას ფეხბურთი ჩემთვის ნარკოტიკივითაა,ყოველ ღამე ვუყურებ მატჩებს.” – განაცხადა ფაბრიციო მანინიმ.

მან ჟურნალისტენთან საუბრისას ბავშთა აკადემიაზეც ისაუბრა და მათ მომავალზე გაამახვილა ყურადღება:

”ბავშვების აკადემიის შესანარჩუნებლად ჩვენ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი, ასე რომ 400-ზე მეტი ბავშვის მომავლის დაცვას შევძლებთ. ვინ იცის მათ მომავალი რას უმზადებს. აკდემიის ფუნქციონირება გაგრძელდება და გვინდა მოვახდინოთ ახალი, უფრო მეტი ბავშვის რეკრუტირება.” – განაცხადა ტორპედო ქუთაისის ახალმა მფლობელმა ფაბრიციო მანინიმ.

7 თებერვალს ფაბრიციო მანინიმ პირველი პრესკონფერენცია გამართა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ