თბილისის “საბურთალომ” ესპანურ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად, საბურთალოს მეტოქე რუსეთის პრემიერ ლიგის ტიტულოვანი კლუბი “ზენიტი” იყო. შეხვერდა საბურთალომ, ანგარიშით 0:4 დათმო. პირველი ნახევარი პეტერბურგელებმა ორ ბურთიანი სხვაობით მოიგეს. ანგარიში სუტურმინმა გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე ორამდე სხვაობა ბარიოსმა გაზარდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში შატოვმა თავისიანები სოლიდური სხვაობით გაიყვანა წინ. საბოლოო ანგარიში კი შამკინმა დააფიქსირა. მეორე ნახევარში გოლის გატანის შანსი ქავთარაძეს ჰქონდა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ძელს მოხვდა. ქავთარაძეს კიდევ ერთ ეპიზოდში შეეძლო თავის გამოჩენა, როდესაც საჯარიმოს სიახლოვედან დაარტყა კარში, თუმცა მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო. “ზენიტმა”, ისევე როგორც ჩვენმა კლუბმა, თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. დღევანდელ მატჩში ჩვენი საბურთალოს შემადგენლობაში ითამაშა 20 წლის უკრაინელმა ოლექსანდრ ბელიაევმა, რომელიც ბოლოს უკრაინის პრემიერ ლიგის გუნდ “დნიპრო-1”-ში ასპარეზობდა. იგი 2017-18 წლებში უკრაინის 19 და 20-წლამდე ნაკრებების წევრიც გახლდათ. ახალგაზრდა ნახევარმცველზე სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას “საბურთალოს” 9 თებერვალს “ცსკა”-სთან გამართავს.

საბურთალო:
სასტარტო შემადგენლობა: ლ.კუპატაძე, მარგველაშვილი, ბლიკი, ჟარდელი, გაბედავა, კოხრეიძე, ცნობილაძე, ჭიჭინაძე, ალთუნაშვილი, ყენია, ტაბატაძე

შეცვლაზე შევიდნენ: დ.კუპატაძე, კაკუბავა, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მაჭარაშვილი, გოშთელიანი, ქავთარაძე, ლუმუ,

ზენიტი:
სასტარტო შემადგენლობა: ლუნევი, კარავაევი, რაკიცკი, ოსორიო, სანტოსი, მუსაევი, ბარიოსი, სუტორმინი, მალკომი, დრიუსი, ძიუბა

შეცვლაზე შევიდნენ: ვასიუტინი, ჟირკოვი, პროხინი, ივანოვიჩი, სმოლნიკოვი, ოზდოევი, შამკინი, ეროხინი, რიგონი, აზმუნი, შატოვი

სტატია მომწადებულია: FC Saburtalo

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ