დღეს 5 თებერვალს გაიმართა საფრანგეთში ლიგა 1-ის 23-ე ტურის მატჩი,სადაც ერთმანეთს ნანტი და მოქმედი ჩემპიონი პსჟ დაუპირისპირდა.
შეხვედრა სტუმართა გუნდის უპირატესობით წარიმართა.შეხვედრის 29-ე წუთზე მაურო იკარდმა პსჟ (0:1) დააწინაურა საგოლე გადაცემა კი ანხელ დიმარიამ შეასრულა.
მატჩის მეორე ტაიმში 57-ე წუთზე ტილო კეჰრერიმ სტუმრები ორი ბურთით დააწინაურა (0:2) საგოლე გადაცემა კი ისევ ანხელ დიმარიამ შეასრულა.
მატჩის 68-ე წუთზე პსჟ მცველების შეცდომით წარმოშვებით ნიგერიელმა მოსეს სიმონიმ შესანიშნავად ისარგებლა და წონასწორობა მინიმუმამდე შეამცირა (1:2).
საბოლოოდ შეხვედრაც ამავე ანგარიშით ნანტი-პსჟ (1:2) დასრულდა.
სატურნირო ცხრილში კი პსჟ ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ 58 ქულით,ხოლო რაც შეეხება ნანტი მე-10 პოზიციაზე იმყოფება 32-ი ქულით.
ეს გუნდები 24-ე ტურის მატჩებს 8 და 10 თებერვალს გამართავენ.
8 თებერვალს ნანტი დიჟონს ესტუმრება ხოლო 10 თებერვალს კი პსჟ საკუთარ მოედანზე ლიონს დაუხვდება.