ექვს გზის ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი არგენტინულ ქალაქ როსარიოში დაიბადა

ოთხი წლის ასაკში მან უკვე ფეხბურთის თამაში დაიწყო, მონდომების ხარჯზე კი მალე მესი “ნიუ ოლდ ბოის”_ს შეუერთდა და მისი შემჩნევა არც ბარსელონას სკაუტებს გაუჭირდათ.

11 წლის ასაში ლეოს ზრდაში  პრობლემა შეექმდა, რაც მის კარიერას ემუქრებოდა, ამიტომაც ბარსელონამ მესის ოჯახს შესთავაზა ლეოს ბარსელონაში გადაბარგება და იქ მკურნალობა, რასაც მესის ოჯახი დასთანხმდა!

დებიუტი:

მესის დებიუტი ბარსელონას პირველ გუნდში 2003 26 ნოემბერს მოურინიოს პორტოს წინააღმდეგ შედგა

2004-5 წლების სეზონში შედგა მესის დებიუტი ლა ლიგაში, ასევე მესიმ მალევე შეძლო გოლის გატანა და გახდა ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ვინც ეს შეძლო, ამავე სეზონში მან კლუბთან ერთად ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო, მისი ეს წარმატებები დიდ წილად ფრენკ რაინკაარდის დამსახურება იყო, რომელიც ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ენდო და ვისცა შანსი, რომელიც გამოუყენებელი არ დარჩენილა.

პირველი ჰეთ-თრიკი:

მესიმ პირველად სამი გოლი ერთ მატჩში ელ კლასიკოში გაიტანა 2006-7 წლების სეზონში ამ სეზონში მან ლა ლიგაში 26 მატჩში 14 გოლი გაიტანა

პირველი ტრიპლეტი

ფეხბურთის ისტორიაში ცოტაა ისეთი კლუბი რომელსაც ტრიპლეტი აქვს მოგებული, მათ შორისაა ბარსელონა, რომლის ამ წარმატებაში მესიმ უდიდესი როლი ითამაშა, მან 2008-9 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 38 გოლი გაიტანა, მომდევნო სეზონში 47, მომდევნო ტრიპლეტი 2014-15 წლების სეზონში იყო.

ყველა დროის საუკეთესო ფორვარდს კარიერაში, ნაკრებსა და კლუბში, ჯამში შვიდასამდე გოლი აქვს გატანილი.

ნაკრებთან ერთად მოახერხა და მოიგო 2008 წლის ოლიმპიადა, 2005 წელს ლეომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო ამავე ტურნირზე ის 6 გოლით ბომბარდირი გახდა, მისი და არგენტინის სამწუხაროდ ერთხელ მსოფლიო თასის ფინალში და რამოდენიმეჯერ სამხრეთ ამერიკის თასის ფინალში დამარცხდნენ.

არგენტინელი მისი საფეხბურთო შესაძლებლობების, სტატისტიკის და ტიტულების გარდა გამოირჩევა მისი თავმდაბლობით, ერთგულებით და ქველმოქმედებით, რომელსაც ის გასწევს ბავშვების მიმართ, ამ ყველა თვისებამ ერთი უბრალო ბიჭი აქცია მილიონობით ადამიანის კუმირად.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ