სამტრედია ახალი ფეხბურთელის დამატებას აპირებს და შესაძლოა, ის საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი იყოს.

„სამტრედიამ“ პოტენციური ახალწვეული სამუელ ინკუმია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, გუნდს სამენეჯერო სააგენტო „ჯი სპორტს მენეჯმენტმა“ (დამფუძნებელი გეგი კიკაბიძე) დააკავშირა. განელი უნივერსალი (მარჯვენა მცველი, მარჯვენა ნახევარმცველი), რომელიც განას ეროვნული ნაკრების წვერია და მისი ფორმით ექვსი წლის განმავლობაში 44 მატჩი ჩაატარა.

სამუელ ინკუმი არის ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატისა და აფრიკის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული (2009), აფრიკის ვიცე-ჩემპიონი (2010), მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი (2010), შვეიცარიის ჩემპიონი (2010), შვეიცარიის თასის გამარჯვებული (2010).

ინკუმის ევროპული კარიერა 2009 წელს დაიწყო, როდესაც შვეიცარიულ „ბაზელში“ ჩაირიცხა და გუნდთან ერთად 2010 წელს მოიგო შვეიცარიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი. უთამაშია დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“, ფრანგულ „ბასტიაში“ , თურქულ „ანტალიასპორში“ (სადაც სამეულ ეტოოს თანაგუნდელი გახდა), ბოლოს ბულგარულ კლუბ „დუნავიში“ თამაშობდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ