საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი “საბურთალო” 1-ელ თებერვალს ესპანეთში დასკვნით შეკრებაზე მიემგზავრება – საბურთალო ვალენსიაში 14 თებერვლამდე გაჩერდება. ამ ხნის განმავლობაში, გია ცეცაძის შეგირდები 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. დაგეგმილია მატჩები რუსეთის პრემიერ ლიგის “ზენიტთან” და “ცსკა”-სთან, ავსტრიულ “ადმირასთან” და ესპანეთის ქვედალიგელ “ალკოიანოსთან”.

გუნდს შეკრებაზე ვერ გაჰყვა ნიკოლოზ მალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამპლუით მცველი თბილისში დარჩა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ასევე თბილისში დარჩა ელვინ ტერაც, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:
ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ლევან კაკუბავა, ჟულიუს ბლიკი, ჟარდელ ნაზარე, ანრი ჭიჭინაძე, იურიხ კაროლინა, თედორე გრიგალაშვილი, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე, ბექა ქავთარაძე, გიორგი გაბედავა, ჟეროენ ლუმუ, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია.

წყარო: Fc Saburtalo

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ