თურქულმა გვერდმა ilkonbirler-მა თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერებიდან სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ქართველი თავდამსხმელი შოთა არველაძე მოხვდა. საუკეთესო 11-ეულში არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი მოხვდა.
სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე: კლაუდიო ტაფარელი (ბრაზილია)
მცველები: ემანუელ ებუე (კოტ დივუარი), დიეგო ლუგანო (ურუგვაი), გეორგე პოპესკუ (რუმინეთი), რობერტო კარლოსი (ბრაზილია)
ნახევარმცველები: ფრანკ რიბერი (საფრანგეთი), გუტი (ესპანეთი), ალექსი (ბრაზილია), გეორგე ჰაჯი (რუმინეთი)
თავდამსხმელები: დიდიე დროგბა (კოტ დივუარი), შოთა არველაძე (საქართველო)