საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ისრაელში საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე გაემგზავრა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მასპინძელ ისრაელთან ერთად პოლონეთისა და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება. 16-წლამდელებმა გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გამართეს. საწვრთნელ პროცესში 19 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ამ ეტაპისთვის 16 წლამდე ნაკრებში ოთხი ლეგიონერია გამოძახებული.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფარგლებში სამ შეხვედრას გამართავს. გთავაზობთ ტურნირის სრულ გრაფიკს:
29 იანვარი
პოლონეთი 14:00 საქართველო31 იანვარი
ისრაელი 16:00 საქართველო2 თებერვალი
საქართველო 14:00 ბელარუსი