25 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ჯულიუს ბლეიკი “საბურთალოში” ითამაშებს. ამპლუით ცენტრალური მარცხენა მცველი, რომელიც 188 სანტიმეტრია, ბოლოს ჰოლანდიის პირველი დივიზიონის “იგლზში” თამაშობდა. წლეულს “იგლზი” მოწინავეთა შორის იმყოფება და ერედივიზიონში (უმაღლესი ლიგა) გადასვლას გეგმავს. ჩვენი კლუბის ახალწვეული 2017-2018 წლების სეზონში ასევე ჰოლანდიის პირველი დივიზიონის – “დორდეხტში” ასპარეზობდა, რის შემდეგაც “იგლზს” მიაშურა.