დღეს ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩი, კამპნოუზე ბარსელონამ გრანადა მიიღო და მესის ბრწყინვალედ წამოწყებული კომბინაციითა და გოლით დაამარცხა.მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები თავიანთ წესს არ ღალატობდნენ და სრულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გრანადა თავს ძალიან კარგად იცავდა. 59 წუთზე გრანადას მცველმა სანჩესმა უხეშობისათვის ყვითელი მიიღო. ზუსტად 10 წუთში,იმავე მიზეზის გამო მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და თამაში ნაადრევად დატოვა. ბარსელონას უპირატესობა საგრძნობი გახდა. 76 -ე წუთზე მესის ბრწინვალედ წამოწყებული კომბინაცია თავადვე დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა 1-0. თამაში ამავე ანგარიშით დამთავრდა.

ბარსელონა ცხრილის სათავეშია 43 ქულით, ამავე რაოდენობის ქულა აქვს მადრიდის რეალს, ხოლო მესამე ადგილზე 35 ქულით ატლეტიკო მადრიდი იმყოფება

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ