აპრილი 18, 2024

წყალტუბოს ,,სამგურალში” საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე ბექა ქურდაძე ითამაშებს.
ფეხბურთელი წყალტუბოელთა რიგებს შეკრების პირველივე დღიდან შეუერთდა,  მხარეებს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა.
22 წლის გოლკიპერი გასულ სეზონში ,,გაგრას” ღირსებას იცავდა.
ბექა ქურდაძემ შარშან ეროვნული ლიგა 2-ის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 14 ჯერ მოახერხა.
ამ მხრივ ბექამ ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2”-ის 2019 წლის სეზონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

პროფესიოლი საფეხბურთო კარიერა ბექა ქურდაძემ ,,საბურთალოში” დაიწყო, 2017 წელს თბილისის ,,ლოკომოტივში” გადავიდა. ერთ წელიწადში კვლავ ,,საბურთალოს” დაუბრუნდა, საიდანაც ,,გაგრას” მიაშურა.
ბექა საქართველოს ასაკობრივი (17, 19 წლამდელთა) და ახალგაზრდული ნაკრებების კარს იცავდა და საერთაშორისო მატჩებში დიდი გამოცდილება აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *