1923 წელს საქართველოს ულამაზეს მხარეში, აჭარაში ჩამოყალიბდა დინამო ბათუმი! რომლის მიზანიც დაარსების დღიდან აჭარისა და ბათუმის წარმოჩენა იყო, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

შავი ზღვის პირელთა სამწუხაროდ კლუბმა ამ დრომდე ვერ მოახერხა ეროვნული ჩემპიონატის თასის ჩატანა თავიანთ საყვარელ ქალაქში, თუმცა მოტივაცია წლიდან-წლამდე იზრდება და კლუბიც ვითარდება უფრო დიდი წარმატებისთვის.

წარმატების მიღწევა კი არაფერია ქომაგისა და მაყურებლის გარეშე, რაშიც ბათუმლებს ცოტა ვინმე თუ შეეჯიბრება, ისინი თავს პირატების უძახიან და მართლაც იბრძვიან და ქომაგობენ საყვარელ კლუბს ენერგიის გაცლამდე და ქმნიან ატმოსფეროს სადაც შეუძლებელია მოგებისთვის არ იბრძოლო, მსგავსი “ულტრასებით” ბევრი დიდი კლუბი ვერ დაიტრაბახებს!

კლუბმა საქართველოს  დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, სამჯერ დაიკავა ეროვნული ლიგის მეორე ადგილი, ეს მათ 1997-98, 2014-15, 2018-19 წლების სეზონებში მოახერხეს! სამჯერ მოახერხეს საქართველოს რანგით მეორე ლიგის მოგება, რაც შეეხება თასს და სუპერ თასს, ბათუმლები მათ თითო-თითოჯერ დაეუფლნენ, თასს_1997-98 წლებში, რომელიც კლუბისთვის პირველი ტიტული იყო, 1998 წელს კი სუპერ თასს დაეუფლნენ.

ევრო ტურნირები

28 SEP 1995: CELTIV V DINAMO BATUMI/ THOMAS McKINLAY OF CELTIC BEATS ROSTOM TORGASHUILI OF BATUMI DURING THE CELTIV V DINAMO BATUMI MATCH IN GLASGOW, SCOTLAND. Mandatory Credit: Ross Kinnaird/ALLSPORT

ევრო ტურნირის კარი ბათუმის დინამომ პირველად 1995-96 წლების სეზონში შეაღო, თუმცა სელტიკთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა, ამის შემდეგ დინამო ხუთჯერ მოხვდა ევრო ტურნირებზე თუმცა წარუმატებლად.

ახალი სტადიონი

ბათუმს 2020 წლის ბოლოსათვის ახალი სტადიონი ექნება, რომელიც უეფას სტანდარტისაა და 20 000 მაყურებელს დაიტევს.

 

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ